ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანელიძე: დღეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ დღეს არ დგას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, რაზეც საქართველომ განსაკუთრებულად უნდა იმუშაოს. ჯანელიძე ამბობს, რომ ეს საკითხი გარკვეულად მზარდი სტატისტიკის შედეგია.

“გერმანიის შინაგაან საქმეთა მინისტრთან საუბარი მქონდა, ასევე შევხვდდი გერმანიის კანცლერის სამსახურის წარმომადგენელს. ჩვენ განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები ამ კუთხით როგორ უნდა გადაიდგას.  დღეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, გარკვეულწილად მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ,”- განაცხადა ჯანელიძემ.

იტვირთბა....