ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანელიძე: არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ „დღეს ვიზალიბერალიზაციის  შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას, მაგრამ გარკვეული კითხვები წამოიშვა,“ – ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლო საფრთხის შეფასებისას გააკეთა.

ჯანელიძე ამბობს, რომ საქართველო ფარგლებს გარეთ კრიმინალთან ბრძოლას არ შეწყვეტს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეცერების მიზზი არ უნდა გახდეს.

“გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულის ჩადენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ მიმართულებით, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან და ასევე წევრ ქვეყნებთან.

ძალიან წარმატებით მიმდინარეობს უკვე თანამშრომლობა და აქაც ის მოქალაქეები, რომლებიც ჩადიან კრიმინალის მიზნით, კანონის დასარღვევად რომელიმე ქვეყანაში, აუცილებლად დაისჯებიან. ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც.

გაფორმებულია 6 მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩრდილოეთ რაინ- ვესტფალიის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილეს უახლოეს დღეებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი და მოხდება შეთანხმება როგორც ამ ხელშეკრულებასთან, ასევე სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა და ეს თანამშროლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, ერთად შევებრძოლებით კრიმინალს არა მარტო საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის გაცვლით და თანამშრომლობით შეგვიძლია იმ წუხილებს ვუპასუხოთ, რაც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. 220-მა ათასმა ადამიანმა ისარგებლა ძალიან დიდი პოზიტივით, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა,”- განაცხადა ჯანელიძემ.

იტვირთბა....