აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
განცხადებას ხელს 34 ორგანიზაცია აწერს. მასში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან 9 თვე გავიდა, საზოგადოება არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.