ახალი ამბები მთავარი სამართალი

რობაქიძის საქმის პროკურორი: ადგილზე გადაღებული ვიდეო 3 წუთამდეა დამონტაჟებული

“მეტრონომი”: სასამართლოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორი გიორგი ოსაძე აცხადებს, წინა პროცესზე დაკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე გადაღებილი ვიდეოკადრები პირველივე წამებიდან მონტაჟია. ”შემდგომი აუდიო მონტაჟი ფიქსირდება მესამე წუთზე.

დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ სამ წუთამდე საერთოდ არანაირი მონტაჟი არ შეინიშნება, არასწორია. დღეს იგეგმება, რომ დაიკითხოს ვიდეოექსპერტიზის ჩამტარებელი ჰაბიდოსკოპი ექსპერტი და ამ ექსპერტიზის მიხედვით პირველივე წამებიდან დაახლოებით 3 წუთამდე არაერთი წყვეტაა დაფიქსირებული”- განაცხადა გიორგი ოსაძემ.

დაცვის მხარე კი საპირისპიროს ამტკიცბს და აცხადებს, რომ 3 წუთამდე ვიდეოში არანაირი წყვეტა არ შეინიშნება. ამ წუთებში პროცესზე ვიდეოექსპერტი იკითხება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....