ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქანთარია “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს

მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.  თუმცა ქანთარია ფიქრობს, რომ მის გარეშეც მოახერხებენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

“დღეს იქნება საუბარი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ, რომ საკმარისი ხალხია, ვინც დაძლევს ვეტოს და არის ხალხი, ვინც ალბათ, კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მეც.

აქ არის რეკლამების, შესყიდვების საკითხი, ასევე სტარტაპების. მე ვფიქრობდი, რომ გარკვეული ხნით მიგვეცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შეღავათები. ვფიქრობდი, რომ ერთი წლით კანონში შეგვეტანა ცვლილება. არ გაითვალისწინეს და მეც ვრჩები ჩემს აზრზე”, – განაცხადა ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბარში”,-ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

 

იტვირთბა....