ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალაძე: “მშენებლობაზე პირველივე დარღვევისას კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდება”

მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების პირველივე დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, მაგალითისთვის, დღეს როცა რაიმე დარღვევები იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ ეძლეოდათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ იყო 3 000 ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა.

დაგეგმილი ცვლილებებით პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარის ოდენობის. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე – 20 000 ლარი”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ჯარიმების დაწესება ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას.

 

იტვირთბა....