ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეციალური კომისია ე.წ. კუკუშკას რელსებიდან გადასვლის მიზეზს სწავლობს

ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით, სადაც მატარებელი, ე.წ. კუკუშკა რელსებიდან გადავიდა, არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.

მატარებლის დაზიანების მიზეზს შესაბამისი კომისია დაადგენს. ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერები მომხდარს საგანგაშოდ აფასებენ და აღნიშნავენ, რომ პრობლემა საბოლოოდ უნდა მოგვერდეს რადგან დაზიანებულმა ლიანდაგებმა შესაძლოა უარესი შედეგი მოგვცეს.

როგორც ცნობილია ე.წ. კუკუშკას რამდენიმე თვის წინ, რელსებიდან გადასვლის გამო, 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, დღეს ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ე.წ კუკუშკა რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....