ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გომბორზე სოფელ კობაძეში, თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდის აფეთქების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა. როგორც ცნობილია, ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა გადმოხტომა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....