გომბორზე სოფელ კობაძეში, თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.
როგორც ცნობილია, ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა გადმოხტომა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო.