ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სადაც ე.წ. კუკუშკა რელსებიდან გადავიდა, მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით, სადაც მატარებელი, ე.წ. კუკუშკა რელსებიდან გადავიდა, მოძრაობა აღდგენილია.

ასევე პრესსამსახურის ცნობით, თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა ბილეთში გადახდილი თანხა.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თითოეულ მგზავრს სრულად დაუბრუნდა სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხა. ადგილზე შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია“,-განაცხადეს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ე.წ კუკუშკა რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: “პირველი არხი”

იტვირთბა....