გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოფელ სკრაში მახარაშვილების ეზოში არსებულ საყოფაცხოვრებო ჭაში წყლის ტემპერატურის მატება არ ფიქსირდება.
სოფელში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამ დრომდე რჩებიან, მათი ინფორმაციით ტემპერატურის მატება შესაძლოა ტექნოგენური ფაქტორით, იყოს გამოწვეული.
“ჭაში ტემპერატურის მატება გამოწვეულია არა ბუნებრივი, არამედ ტექნოგენური ფაქტორით,წყლის ტემპერატურის მატება შესაძლებელია ელექტრო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს”,-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს სპეციალისტები ჭაში არსებული წყლის მონიტორინგს აგრძელებენ.
ცნობისთვის, სოფელ სკრაში ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილ ჭაში სასმელი წყალი +38 გრადუსამდე გაცხელდა.