მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. ინფორმაცია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.
როგორც ცნობილია, კონფერენციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე, 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური იმსჯელებს. ასევე გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება რომელზეც კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა.
“მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე მსჯელობისთვის, შეკრებილია 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მინისტრი.
კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საფრაგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ და სხვა ლიდერებმა.
პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კონფერენციის თანაორგანიზებით, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს პოლიტიკურ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან”,- ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.