ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნარმანიას მერობის პერიოდში დარგული მცენარეების მესამედი გახმა

2015–2016 წლებში დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს ავრცელებს.
უდიტის სამსახურის კვლევის მიხედვით, 2015-2016 წლებში გამწვანების საქალაქო სამსახურმა 24 730 300 ლარი დახარჯა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე დარგო.
აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულია ხარვეზები.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის მიხედვით, 2015 წელს თბილისის მერიამ მთავრობას წარუდგინა პროექტი, რომ წლის განმავლობაში დარგავდა 400 000 ხე-მცენარეს, მათგან 200 000-ს გაზაფხულზე, ხოლო 200 000-ს – შემოდგომაზე.
გაზაფხულზე თბილისის მთავრობამ შეისყიდა 72 043 ხე-მცენარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მესამედი დარგო იმ ხეებისა, რაც უნდა დაერგო გაზაფხულზე, ხოლო საშემოდგომო რგვებზე მერიამ შეისყიდა 326 100 ხე-მცენარე და სულ დარგო 398 143 ხე-მცენარე.
ანგარიშის მიხედვით, ნარგავები, ძირითადად, გაშენებულია თბილისის დენდროლოგიური პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივად დაიხარჯა 826 400 ლარი.
აუდიტის სამსახურის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის ზღვისა და მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც 2015 წელს მთავრობის განკარგულების ფარგლებში გაშენდა 326 100 ძირი ხე-მცენარე.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ შპს „თბილისის პარკებს“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი განკარგულებებით დაავალა დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარედ, ასევე სხვა უბნებში დარგული ახალგაზრდა ხე-მცენარეების მორწყვა და მოვლა-პატრონობა.
ამაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პირობებში მერია მიდის სწორი მიმართულებით და რეფორმები, რომლებიც წამოიწყეს კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, სწორია.

იტვირთბა....