ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. ექსპერტებმა საქმეში არსებული ვიდეომასალებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჩანაწერი რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა ორიგინალი არ იყო, ასევე დადასტურდა, რომ არსებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია. დაცვის მხარე ექსპერტთა ჩვენებას უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ დასკვნაში ვიდეო მონტაჟის კვალი მესამე წუთიდან იწყება და მასალის მთავარი ნაწილზე საუბარი არ არის.
მანამდე, საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცეს გადაცემა „პატრულის“პროდიუსერმა და ჟურნალისტის დამ. ორივე მოწმემ განაცხადა, რომ მოკლულს და მის მეგობრებს, იარაღი ჩაუდეს. ერთ-ერთმა მოწმემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსის მხრიდან შანტაჟზეც ისაუბრა. რაც ბრალდებულების მხარემ უარყო.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.
წყარო: imedinews.ge