ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან მოქალაქეებს საერთაშორისო სიმბარათის აღება იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ

იუსტიციის სახლი მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას ამჯერად გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათების გაცემის სერვისი დაემატა.

იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევადა უკვე დღეიდან – საერთაშორისო სიმბარათი.

ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი აუქციონის წესით შეირჩა. გლობალ სელი მომხმარებლებს საერთაშორისო სიმბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.

მომხმარებლებს გლობალ სელის საერთაშორისო სიმბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. საერთაშორისო სიმბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

იტვირთბა....