პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება. ხეობაში დღეს ოჯახის ადვოკატი, ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი და გამომძიებლები ჩავლენ.
ისინი სწორედ იმ ოთახს დაათვალიერებენ და შეისწავლიან, სადაც 19 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. აღნიშნული ოთახი ექსპერტებმა რამდენჯერმე დათვალიერეს და გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით მიმდინარე საგამოძიებო პროცესში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.