ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე გამოძიება არ დაიწყება

ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე გამოძიება არ დაიწყება, რადგან წარმოდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება – ამის შესახებ გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ მიიღო.

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებით არის დაკავებული, კამპანიის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს საქველმოქმედო თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. სარჩელი მისი და კომპანია RedNose-ს სახელით რამდენიმე თვის წინ შესაძლო რეპუტაციის შელახვის შესახებ თავად თეონა ბაღდავაძემაც შეიტანაა თბილისის საქალაქო სასამართლოში აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ.

„რამდენიმე თვის წინ აცნობეს სინჯიკაშვილს რომ ამ საქმეზე წარმოება არ მოხდება, თუმცა რა თქმა მან ეს არ აცნობა საზოგადოებას. სად წაიღო მან ის თანხა, რომელიც მიიღო ჩემგან და ამას თვითონაც ადასტურებს, ეს არის დაახლოებით 35 ათასი ლარი და ამ თანხის დაბრუნებას ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს გზით. გარდა ამისა სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი, სადაც ვითხოვთ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას, რაც არის სიმბოლური თანხა 5 ლარი,“-განაცხადა “რედ ნოუს საქართველოს” დამფუძნებელმა თეონა ბაღდავაძემ.

თავად აკა სინჯიკაშვილი კი ამბობს, რომ ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და მას დანაშაულის შემცველი მტკიცებულებები აქვს, რომელსაც სასამართლოს წარუდგენს. ჯერ ის ამ საკითზე სხვა კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....