ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუმსიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დეკლარაციაში ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და თურქეთის როლს პროექტის განხორციელებაში. ასევე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიული და რეგიონალური ურთიერთობების გაღრმავება მთელი კორიდორის სიგრძეზე.

„დეკლარაციაში აღინიშნა, რომ მინისტერიალის მონაწილეები ხაზს უსვამენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს ამ პროექტის განხორციელებაში და თავად პროექტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის, რომელიც ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2016 წელს გაწევრიანდა.

მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა და რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობა მთელი კორიდორის სიგრძეზე, ასევე ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდება და ევროპა 2020 წელს მიიღებს დამატებით აზერბაიჯანულ გაზს“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....