რუსული მედიის ინფორმაციით, დაღესტნის სოფელ ხარაჩიში სამართალდამცველებმა ამბოხებულთა დაჯგუფების ლიდერი ალყაში მოაქციეს.
როგორც მედია იუწყება ლიდერი 2013 წლის სამხედრო კოლონის აფეთქებაში იღებდა მონაწილეობას. მან წინააღმდეგობა გაუწია სპეცრაზმელებს რის გამოც ადგილზე მოკლეს.
დაღესტანში შეტაკებებისას ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა ხოლო რამდენიმე დაშავდა.