რუსთავის #1 სკოლაში ასაფეთქებელი ინფორმაცია არ აღმოუჩენიათ. როგორც “მეტრონომს” ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს, სკოლაში არაფერი უპოვიათ.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცრუ შეტყობინების გაგზავნას გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ #1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით, 112-ში შევიდა უცნობი პირის ზარი სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე.