რუსთავის #1 სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც #1 სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება არის. სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.
გარდა ამისა, ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც იმყოფებიან.