ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველების მიმართ ჩვენი მოსახლეობის ნდობა განვამტკიცოთ

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ, – ამის შესახებ  კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერი ამბობს, შსს-ში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება, რაც მოსახლეობის ნდობის ამაღლებას ხელს უწყობს.  ამასთან, პრემიერის თქმით, საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს.

„ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში. მოგეხსენებათ, რომ სასამართლო სისტემაში მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს. ეს მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდაცავებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებული, როდესაც ისინი კანონიერად იმოქმედებენ და რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს.

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს დღეს მთავრობის სხდომაზე ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, მოკლე პერიოდში ამოქმედდება ეს მექანიზმი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....