ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

დემირელის კოლეჯის პედაგოგების ნაწილმა ქვეყანა დატოვა

დემირელის კოლეჯის პედაგოგების ნაწილმა ქვეყანა დატოვა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კოლეჯის დირექტორმა საფედ ბაირათ თუთანმა განუცხადა, კოლეჯის დირექტორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების შემდეგ, მასწავლებლებმა თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყანაში მოითხოვეს.

„დაკონკრეტება არ შემიძლია, თუ რომელ ქვეყნებში მიდიან, თუმცა ფაქტი და რეალობა ასეთია. ვინაიდან სკოლა დაიხურა, ძალიან ბევრი პედაგოგი წავიდა საზღვარგარეთ, როგორც სამუშაოდ, ასევე თავშესაფრის ძიებისთვის. ამ გზას ჩაბუქის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა მიმართა“, – განაცხადა საფედ ბაირათ თუთანმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხარდაჭერა ედება.

იტვირთბა....