ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან საპატიმროში მივიდა.
მისი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილია. ევროპარლამენტარმა რამდენჯერმე მედიასთან აღნიშნა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებაზე.
ჩაბუქთან შეხვედრამდე რებეკა ჰარმსმა საპარლამენტო უმრვალესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში – ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში. საუბარი შეეხებოდა თბილისადან გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისაც.
ევროპარლამენტარმა შეხვედრაზე განაცადა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს სიღრმისეულად შეისწავლის.
“ეს დებატები წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ჩემი ორივე კოლეგა დამეთანხმა რომ მუხთარლის საქმეზე ღრმა და გამჭვირვალე გამოძიება აუცილებელია. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ორივემ მხარდაჭერა გამოუცხადა. მე ვფიქრობ რომ უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების ჩართვა ამ პროცესში აუცილებელია“-განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა რებეკა ჰარმსმა.