თურქმა მესაზღვრეებმა თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის დროს საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
თურქული მედიის ცნობით, ერთი მამაკაცი და ორი ქალი თურქეთიდან საქართველოში მიმავალ ავტობუსში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ.
ქალაქ ხოფას პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.