დოდო გუგეშაშვილი 7 თებერვალს მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით თავდასხმა არ უკავშირდება არც ძველ დროს და არც პოლიტიკასა და ბიზნესს. ვიდეო მისი კომენტარით გუგეშაშვილის მეგობარმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა:
“ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ არის. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელი აქ არ არის,”- აცხადებს გუგეშაშვილი.
დოდო გუგეშაშვილი დღეს რეანიმობილით შვილის, გრიგოლ გუგეშაშვილის პანაშვიდზე მიიყვანეს და მალევე საავადმყოფოში დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ ბინაში დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.