მსჯავრდებულის საქმე, რომელსაც ყელის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გამოსაძიებლად გადაეცა მსჯავრდებულ ნ.ჩ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესი. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა.