საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამშია, ამის შესახებ facebook-ზე პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ დაწერა და სააკაშვილის აეროპორტში გადაღებული ფოტო განათავსა.
„მიხო უკვე ამსტერდამშია. ჩვენს „ჯიგიტს“ მეგობარი დახვდა და სამახსოვრო სურათიც გადაუღო. მიაქციეთ ყურადღება მისი სახის გამომეტყველებას, როგორ უჭირს უკრაინასთან განშორება, ალბათ, ისე, როგორც საქართველოსთან განშორება გაუჭირდა. აბა, ყოჩაღად იყავი ამსტერდამში და არ დაგავიწყდეს, როცა უკრაინულ ტელეარხებს ჩაერთვები, ეს კმაყოფილი ღიმილი ჩამოირეცხე და მოწამეობრივ-მრისხანე გამომეტყველება მიიღე!“-წერს დეპუტატი.
მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და პოლონეთში გაამგზავრა.