რუსთავში შვიდი ბავშვი მოიწამლა. როგორც “მეტრონომს” რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში განუცხადეს, შეყვანილია 7 ბავში. აქედან 6 არის ჰოსპიტალიზირებული, ხოლო 1 ამბულატორიული მომართვა იყო. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“შვიდივე აღნიშნავს, რომ მათ ერთსა და იმავე ობიექტში ჭამეს შაურმა. აქედან გამომდინარე, წინასწარი ვარაუდით, სწორედ შაურმით მოიწამლნენ და დანარჩენს ვამოწმებთ”, – განაცხადეს საავადმყოფოში.