ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ ნოღაიდელი: “სააკაშვილისთვის “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა ინტერესის ობიექტი იყო”

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია იმედში შეჭრის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოში  საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხა, რომელმაც “იმედის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა.

ნოღაიდელის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა და მისთვის “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა ინტერესის ობიექტი იყო. როგორც ნოღაიდელი ამბობს, სააკაშვილი “იმედში” საფრთხეს ხედავდა და სურდა, რომ ყველა ტელევიზიას ხელისუფლების შესახებ ელაპარაკა. ზურაბ ნოღაიდელი ასევე ამბობს, რომ 2007 წლის ზაფხულში, სააკაშვილის ინიციატივით, ბადრი პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები დაიწყო “იმედის” და რკინიგზის აქტივების გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა პატარკაციშვილმა ტელევიზია არ დათმო.

იტვირთბა....