ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბელარუსში დაკავებულ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებიდან ერთს პატიმრობა, მეორეს დეპორტაცია შეუფარდეს

“სპუტნიკ ბელარუსის” ინფორმაციით, ბელარუსში დაკავებულ ორ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს გელა ქარდავასა (გელა გალსკი) და სულიკო შარიქაძეს (სულიკო თბილისკის), შესაბამისად, დაკავება და საქართველოში დეპორტაცია ემუქრებათ.

ქარდავას ყალბი დოკუმენტების გამოყენება ედება ბრალად და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სულიკო შარიქაძესთან დაკავშირებით კი მიღებულია მისი საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება.

ქარდავა ბელარუსში 17 იანვარს, ხოლო შარიქაძე 18 იანვარს დააპატიმრეს.

იტვირთბა....