ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილი: “ყველაფერი რას საქართველოშია ჩემი შექმნილია, დაგავიწყდათ რა ჭაობში იყავით?”

საქართველოში არ შეიძლება მე და ივანიშვილი ერთდ ვიყოთ. მატროსოვზე რომც მომათვსონ, რამდენიმე კვირაში იქ ივანიშვილი აღმოჩნდება, – განაცხადა გუშინ “რუსთვი 2”-ის ეთერში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც გადაცემა “არჩევანში” სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის წასვლა საქართველოდან ნიშნავს საქართველოსთვის მომავლის დაბრუნებას.

“ყველაფერი რაც არის საქართველოში ჩემი და ჩემი ჯგუფის მიერ არის შექმნილი. ლაზიკა არ იყო ის პროექტი, რომელსაც დასცინოდნენ, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს არ ებრძოდა ეს ბნელეთის მოციქული? არცერთი ახალი პროექტი მათ არ შეუქმნიათ… ივანიშვილს რა შეუძლია? – იყიდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ მიყიდის მე იმიტომ, რომ ფულზე არ ვიცვლები, ჩემი მეგობრები ფულზე არ იცვლებიან. არამარტო სახელმწიფო შევქმენით, დაგავიწყდათ რა სიბნელესა და ჭაობში ისხედით? დაგავიწყდათ შიმშილით რომ კვდებოდით? ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა შევქმენით. საქართველოში არ შეიძლება მე და ივანიშვილი ერთდ ვიყოთ. მატროსოვზე რომც მომათვსონ, რამდენიმე კვირაში იქ ივანიშვილი იქნება. ივანიშვილის წასვლა საქართველოდან ნიშნავს საქართველოსთვის მომავლის დაბრუნებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....