ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი: “ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ რაც მე გავაკეთე და მერე ილაპარაკეთ ჩემზე”

პოროშენკოსა და ივანიშვილს ჩემი როგორც ცეცხლს ისე ეშინიათ, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით, თვისუფლებისთვის ბრძოლას საზღვრები არ აქვს.

“მე უკრაინაშიც  და საქართველოშიც დავბრუნდები. დამთავრდება მალე ოლიგარქიული ძირმომპალი რეჟიმები, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას მოაჯდა. ხალხი უკრაინაშიც და საქართველოშიც დაიღალა. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანა 700 000-მა ადამიანმა დატოვა. ორივე ქვეყანა კარგავს ხალხს. საჭიროა ორივეგან სიტუაციაში შეცვლა. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. თავისუფლების იდეას არ აქვს საზღვრები. თავისუფლებისთვის ბრძოლას უკრაინაში ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში და პირიქით. ორივე ქვეყანაში ჩვენ ბნელეთის მოციქულები გვებრძვიან. პოროშენკოსა და ივანიშვილს ჩემი როგორც ცეცხლს ისე ეშინიათ. სამი ქვეყნის ოლიგარქი ვერაფერს მიხერხებს. ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ რაც მე გავაკეთე და მერე ილაპარაკეთ, რომ მე ვარ წარსული”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....