ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტრო: მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გლდანის ციხეში ყელგამოჭრილ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა, რომელიც საკანში 3 პირთან ერთად იმყოფებოდა.

„მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ  10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა საქმედიცინო დახმარება. რის შემდეგაც  ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მსჯავრდებული ჩ.ნ  საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მომწეთა ჩვენებით,  სავარაუდოდ,  მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარისის პირით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

10 თებერვალს, გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს.  დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაჭრილი პატიმრის უფლებების დამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ოჯახს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ისინი გამოძიების ვერსიას – თვითმკვლელობის მცდელობას, არ იზიარებენ. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა და იარაღი ნაპოვნი არ არის.

 

იტვირთბა....