ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. მაგნოლიას კორპუსში რამდენიმე ბინა გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლები, სავარაუდოდ, კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა გაძარცვა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. შსს-მამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა, ფაქტთან დააკავშირებით სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.