ახალი ამბები მთავარი

“ჩემპიონთა ლიგა” დაბრუნდა – “იუვენტუსმა” “ტოტენჰემს” ვერ მოუგო

ზამთრის შესვენების შემდეგ გუშინ უეფას “ჩემპიონთა ლიგის” გათამაშება განახლდა.

პირველი მატჩები ტურინსა და ბაზელში გაიმართა. “იუვენტუსი” ინგლისურ “ტოტენჰემს” დაუხვდა, ხოლო “ბაზელი” მანჩესტერ “სიტის”. აღსანიშნავია, რომ 2-1-ზე გონსალო იგუაინმა თერთმეტმერიანი გააფუჭა.

“ტოტენჰემმა” “იუვენტუსს” ორბურთიანი ჰანდიკაპი დაუქაჩა – იგუაინის დუბლს ჰარი კეინმა და კრისტიან ერიკსენმა უპასუხეს. “სიტიმ” 4 უპასუხო გოლი გაუტანა “ბაზელს”.

განმეორებითი თამაშები 8 მარტს გაიმართება.

იტვირთბა....