ასპინძაში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი მისმა მეუღლემ იპოვა, სასწრაფოშიც მანვე დარეკა და დახმარება ითხოვა. თუმცა ადგილზე მისულ მედსიკოსებს ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მას სხეულზე პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.