ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანის ციხეში დაჭრილის ადვოკატი: ვერ იქნა ნანახი საგანი, რომლითაც დაზიანებაა მიყენებული

10 თებერვალს გლდანის N8 დაწესებულებაში დაჭრილი პატიმრის უფლებების დამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო ოჯახს აქვს კითხვები. ისინი გამოძიების ვერსიას- თვითმკვლელობის მცდელობას, არ იზიარებენ. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა და იარაღი ნაპოვნი არ არის.

“გამომძიებლის ინფორმაციით, ვერ იქნა ნანახი საგანი, რომლითაც დაზიანებაა მიყენებული, ბუნებრივია თვითმკვლელობის შემთხვევაში არ დაიწყებდა ადამიანი იმ საგნის დამალვას, შესაბამისად თვითმკვლელობის ვერსია საეჭვოა. ოჯახი ითხოვს გამოძიებას, მათ შორის იმ კუთხით, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოება კონკრეტულ საკანში,“-აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

10 თებერვალს გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს.  დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....