ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟირინოვსკი: სააკაშვილი ნარინჯისფერი რევოლუციების “ლენინია”, ნობელის პრემია ეკუთვნის

რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მიხეილ სააკაშვილს „ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი“ უწოდა. მისი თქმით, სააკაშვილი ნარინჯისფერი რევოლუციების ორგანიზებისთვის ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ.

„ის სიბრალულს იმსახურებს. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა ნარინჯისფერი რევოლუციის ორგანიზატორია. თეორეტიკოსი ჯინ შარპი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა, ხოლო სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში “სულგუნში” დააკავეს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. საქართველოს მესსამე პრეზიდენტი ამ ჟამად ვარშავაში იმყოფება.

იტვირთბა....