ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: “სამიზნე დოდო გუგეშაშვილი იყო და მკვლელი დაიქირავეს”

დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელი იყო, რომელიც მას მიუგზავნეს.არავითარ ხუთ ტყვიაზე არაა საუბარი, ერთი ტყვია ესროლეს დოდოს და ერთი ნოდარს – ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

„თავდამსხმელი დოდოს რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით დაუკავშირდა და როგორც ყოფილი სპეცრაზმელი ისე გაიცნო. და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული ქილერი იმიტომ, რომ ყოველგვარი შეკამათების, ან რაღაც გაუგებრობის გარეშე, უბრალოდ ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მდგარს ესროლა. სავარაუდო მკვლელი დოდო გუგეშაშვილს პირველად 2017 წლის აპრილში შეხვდა და სთხოვა, გუგეშაშვილი და მისი მეგობრები უკრაინიდან ძვირადღირებული საქონლის თურქეთში გადატანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებოდნენ ”, – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის თავდამსხმელის ნამდვილი გვარი და სახელი, თუმცა სახეზე იცნობს და შეუძლია ამოცნობა. მთავარი სამიზნე კი დოდო გუგეშაშვილი იყო, ხოლო მის შვილს ხმაურზე გაეღვიძა და ის შემთხვევითი მსხვერპლია.

ადვოკატის განცხადებით, დღევანდელი დაკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ სამიზნე დოდო გუგეშაშვილი იყო, მისი შვილი კი შემთხვევითი მსხვერპლია.

იტვირთბა....