პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია სააკაშვილის პოლონეთში გაძევებას და არა საქართველოში ექსტრადაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება სამართლებრივი ფორმალობით იყოს გამოწვეული.
“სააკაშვილის ექსტრადაცია საქართველოში, ალბათ, იმიტომ არ მოხდა, რომ ფორმალურად უკრაინას ის პოლონეთისთვის უნდა გადაეცა. მეორე არის ის, რომ მოქალაქეობის არ მქონდე პირის საქართველოსთვის გადმოცემა ცუდი რეაქცია ექნებოდა როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმოამდგენელი მკვეთრ განცხადებებს აკეთებს და ისინი ექსტრადაციას მოითხოვენ, მგონი, ხელისუფლება სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სურვილით არ იწვის. მათ იციან, რომ სააკაშვილის ჩამოყვანას ექს-პრეზიდენტის მომხრეებისგან წინააღმდეგობა და გარკვეული გართულება მოყვება”, – განუცხადა “მეტრონომს” კაკაჩიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშნ კიევში რესტორან “სულგუნში” დააპატიმრეს და პოლონეთში გააძევეს.