ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში, ჩეტკიძეების უბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცეცხლი ნახევრად კაპიტალურ სახლს მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დიასამიძეების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
ოჯახს ქედის მერია დროებით საცხოვრებელს დაუქირავებს.