ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში შეკრებილ მხარდამჭერებს ტელეფონით მიმართა.
სააკაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მის გაძევებაზე რეაგირება მშვიდი უნდა იყოს, ასევე მან პოროშენკოს შეშინებული და მატყუარა უწოდა.
“ჩემი აზრით, ჩვენ ამაზე მშვიდი რეაქცია უნდა გვქონდეს. მათ სისუსტეს ჩვენ სულის სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ. ისინი ტყუიან. ეს არის პატარა, შეშინებული, იაფფასიანი მატყუარა პოროშენკო. ის პრეზიდენტი არაა. ის ადამიანიც კი არაა. ის არის უბრალოდ საძაგელი ბარიგა, რომელსაც უკრაინის დაშლა სურს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღევანდელი ქმედებები მათ მარცხამდე მიიყვანს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს.