უკრაინის სასაზღვრო დაცვის პოლიცია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაგზავნას ადასტურებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააკაშვილის დაკავების პროცესში, მისი გარემოცვის წევრი სამართალდამცველებს თავს დაესხა.
შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს.