ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბადაგონში” მუშაობა განახლდა

საგამოძიებო სამსახურის შესვლის გამო,კომპანია „ბადაგონში“ შეფერხებული სამუშაო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბადაგონის ადვოკატები, ზაზა ხატიაშვილი ავრცელებენ.

იურისტ ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, კომპანიის საქმესთან დაკავშირებით  საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსებსა და სახალხო დამცველს მიმართეს.

როგორც ადვოკატები ამბობენ, მათ შეხვედრებზე წარადგინეს ინფორმაცია საქმეში არსებული დარღვევების შესახებ.

კერძოდ, კომპანიის იურისტები მიიჩნევენ, რომ ბადაგონის”წილების გასხვისებასთან დაკავშირებული დავა სამოქალაქო ხასიათისაა,  თუმცა საქმეზე სულ სხვა სამართლებრივ პროცედურებს ატარებს საგამოძიებო სამსახური.

ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა დღეს ბადაგონის მფლობელ გიორგი სალაყაის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დავით ბეჟუაშვილი სალაყაის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება.საქმე ეხება სალაყაიას მიერ წინ კვირას გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც დავით ბეჟუაშვილი ბიზნესმენ ვლადიმერ ჯანჯღავას ხელით ბადაგონის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

“ამ უბედურების უკან დგას დავით ბეჟუაშვილი, სააკაშვილის პორტირებული ხალხი და ასევე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამასთან, არის ეკონომიკის მინისტრის და ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. მივმართავ პრემიერმინისტრს, მოიხადოს ამ ვანდალური ფაქტის გამო ბოდიში”, – თქვა ზაზა ხატიაშვილმა კომპანია “ბადაგონის” სახელით.ისივე თქმით, ბადაგონის გარშემო განვითარებული მოვლენები ეკონომიკის მინისტ დიმიტრი ქუმსიშვილს კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა.

კომპანია ბადაგონის ხელმძღვანელობის ბრალდებას გამოეხმაურა დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ  მის მიმართ არსებული ბრალდებები აბსურდული და არასერიოზულია.

7 თებერვალს, კომპანია ბადაგონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო.

კომპანია ბადაგონის 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კომპანიაში წილს „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედი“ ფლობდა, რომელიც 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა. 2013 წელს მისი წილი კომპანიაში 60%-მდე შემცირდა, 2015-ში კი ჯერ 50%-მდე, – შემდეგ კი კომპანია სრულად გიორგი სალაყაიას მფლობელობაში გადავიდა. გიორგი სალაყაიას თქმით, კომპანიის წილზე პრეტენზია ვლადიმერ ჯანჯღავას აქვს, თუმცა მისივე თქმით, ჯანჯღავას კომპანიასთან შეხება უკვე 4 წელია აღარ აქვს.

კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” და ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე კი აცხადებს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელი “ბადაგონსა” და “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედს” სამართლებრივად არ უაკვშირდება, თუმცა, კომპანიის აქციონერები წლების განმავლობაში იყვნენ ჯანჯღავას მეუღლე და სიმამრი: ეკატერინე ეზუგბაია და გივი ეზუგბაია, რომლებმაც წლების განმავლობაში კომპანიისთვის 20 მილიონამდე დოლარი მოიზიდეს.

სალაყაიას მხარე დავის სასამართლოში წარმართვას ემხრობა, “გრაკო თრეიდინგ ლიმიტედი” კი ამბობს, რომ წილების უკანონო მითვისება სამოქალაქო დავა არ არის და საგამოძიებო სამსახურს ამიტომ მიმართეს.

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი თავისი კლიენტის დავით ბეჟუაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან რაიმე კავშირს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ბადაგონში“ ფინანსური პოლიცია შევიდა.

იტვირთბა....