ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების მოლოდინში: ხვალ სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ, 12:00 საათზე გამოცხადდება, – ამის შესახებ “მეტრონომს” დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მია ზოიძემ განუცხადა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ განაჩენი ხვალ გამოცხადდება.

თუ სააპელაციო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, მისი ადვოკატები გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით, მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.

იტვირთბა....