იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს ეხმაურება. წულუკიანი ამბობს, რომ ის ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს.
„გავეცანი ქალბატონი ჩაბუქის წერილს, მე მინდა საზოგადოებას, მათ შორის მას, ვუთხრა ის, რაც ბევრჯერ მითქვამს, რომ ექსტრადიციის პროცედურები, ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ფასდება სხვდასხვა კომპონენტი პროცედურების, მათ შორის არის ის, რომ საქმე უნდა იყოს სამართლებრივად გამართული, რომელიც სისხლის სამართლის უცხოეთიდან შემოსილი საქმეა, და რა თქმა უნდა, ხდება იმ ინტერესების ბალანსი, რაც შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებების კუთხით და აქ სტრასბურგის პრეცედენტი არის აბსოლუტურად ნათელი.
შესაბამისად, როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ ველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუკი საქართველოს სასამართლოები იტყვიან, რომ მინისტრს აქვს უფლება გადასცეს, ასეთ შემთხვევაში, იმ კრიტერიუმებით მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე ჩამოვთვალე, თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა 19 თერვალს გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხი უნდა განეხილა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.