ლონდონში, მდინარე ტემზასთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს, რის გამოც ქალაქის აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ BBC იუწყება.
აეროპორტი მთელი დღით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა რეისი გადაიდო, რაც დაახლოებით 16 000 მგზავრზე მოახდენს გავლენას.
ბომბი გუშინ, აეროპორტის მახლობლად აღმოაჩინეს. ადმინისტრაცია მგზავრებს ბოდიშს უხდის.