თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, სხვადასხვა ხარჯების დაზოგვით, თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად თანხა გამოყო.
ბითაძემ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიამ ხარჯების დაზოგვით, 50 მილიონი ლარი გამოყო. ბითაძე ამბობს, რომ ამ თანხების მეშვეობით 100 ახალ ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებს შეიძენს. თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ საკითხი საკრებულოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.
„ევროპულმა საქართველომ“ მერიის წარმომადგენლები სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დაიბარა.
შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე ესწრებიან.