შპს “ნილი”, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის გარშემო ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი, დაინტერესებული მხარეების ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებების შედეგია.
“ჩვენი კომპანია 2005 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე, 13-წლიანი მუშაობის განმავლობაში კომპანია არაერთი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა. კომპანია დღეს დარგის ლიდერია და ცრუ ბრალდებები არასათანადო ხარისხზე მხოლოდ ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. “ნილის” ხარისხი აღიარებულია ასობით სერთიფიკატით, ლაბორატორიული კვლევებითა და იმ ნდობით, რომელიც კომპანიამ ამ დროის განმავლობაში მოიპოვა. თითოეულ იმ პროდუქტს, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ საბავშვო ბაღებსა და სხვა ობიექტებს, ინტენსიურად (ხშირ შემთხვევაში თვეში ერთხელ) უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რაც იმის დასტურია, რომ “ნილის” პროდუქციის უმაღლესი ხარისხი გარანტირებულია”, – ნათქვამია კომპანია “ნილის” საგანგებო განცხადებაში.